კონტენტზე გადასვლა

კომპანია

კომპანია „აქვა გეო“ 2009 წელს შეიქმნა. კომპანიის მესვეურებმა მიზნად დაისახეს ქართული უნიკალური წყლის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

კომპანიის ისტორია

ეს არის მთლიანად ქართული კომპანია, რაც თავისთავად გულისხმობს მრავალი ქართული ოჯახის დასაქმებას.

საწარმოს პერსონალმა გაიარა სასწავლო კურსი ფრანგი და იტალიელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.

აქვა გეოს ქარხანა მისაქციელში

მიზანი

კომპანია „აქვა გეო“-ს მიზანია უნიკალური ბუნებრივი თვისებების მქონე ქართული წყალი წარმოების მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით უცვლელად მიიტანოს მომხმარებლამდე.

ჩვენი საწარმო

წყლის ჩამოსხმის საამქრო აღჭურვილია ევროპაში აღიარებული საუკეთესო ბრენდის სრულად ავტომატიზირებული მინისა და პეტ ბოთლებში ჩამოსხმის ხაზებით.

წყალს 150 მეტრი სიღრმიდან მოიპოვებენ. ორივე ჭაბურღილი უშუალოდ წარმოების ტერიტორიაზე მდებარეობს.

ხარისხი დადასტურებულია ლაბორატორიების დასკვნებით

  • გამასაქართველო
  • Fresenius institutionგერმანია
  • Bio 4ავსტრია
ჩამოსხმის ხაზი